კულტურა

ერევნის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი ივლისში გაიმართება

ერევნის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი 25-29 ივლისს გაიმართება.

„ARMENPRESS“-ის ცნობით, ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი კინოთაობის ჩამოყალიბებას, დაეხმაროს ახალგაზრდა შემოქმედებს იპოვონ ადგილი თანამედროვე კინოში, გააძლიეროს კავშირი სომეხ და უცხოელ რეჟისორებს შორის, ხელი შეუწყოს გამოცდილების გაცვლას.

იგი შედგება ეროვნული და საერთაშორისო კინოს საკონკურსო პროგრამებისგან. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები, შემოქმედებითი შეხვედრები, დათვალიერება-დისკუსიები, პრეზენტაციები და სხვა ღონისძიებები.

ერევნის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი კულტურული ფონდის „სომხური კინოს ინდუსტრიული განვითარების“ ინიციატივით გაიმართა. მხარდამჭერები არიან ერევნის მუნიციპალიტეტი და სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

ნახეთ მეტი
Back to top button