პოლიტიკა

ანკარას დავალებით, ბაქო სხვადასხვა შინაარის  მესიჯებს  აგზავნის და თამაშობს რუსეთსა და დასავლეთს შორის – ექსპერტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადება, რომ ბაქოსა და ერევანს შუამავლები არ სჭირდებათ, მიზნად ისახავს რუსული შუამავლობის გამოდევნას. ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტმა შაჰან განთაჰარიანმა Radar Armenia-თან საუბარში განაცხადა.

განთაჰარიანის თქმით, ალიევი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ერთ შემთხვევაში ის საუბრობს ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების შესრულებაზე, მეორე შემთხვევაში – ახალ ორმხრივ შეთანხმებებზე. „ვფიქრობ, რომ ორმხრივი ფორმატის ჩამოყალიბება მოსკოვის განდევნის ამოცანასაც მოიცავს. ასეთი განცხადებით ალიევი ამბობს, რომ არა მხოლოდ საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული შეთანხმებები იქნება ორმხრივი და პირდაპირი, არამედ ზოგადად სამშვიდობო მოლაპარაკებები. „დასავლეთის მილოცვა საზღვრის დელიმიტაციის შეთანხმებაზე და მოსკოვის დუმილი, ვფიქრობ, ნათელს მოჰფენს პროცესის ქვემიზეზებს“, – განაცხადა განთაჰარიანმა.

კითხვაზე, რომ საზღვრის დემარკაციის სამუშაოებთან ერთად, რუსეთ-აზერბაიჯანის კონტაქტები გააქტიურდა და  რა განვითარებას უნდა ველოდოთ? რუსეთის ფედერაცია ჩუმად გაჰყვება საზღვრის დემარკაციის პროცესს თუ გადადგამს ნაბიჯებს მის შესაჩერებლად? განთაჰარიანის თქმით, პროცესები აქაც არ არის ნათელი.  დელიმიტაციაზე პირველი შეთანხმების შემდეგ, ალიევი მოსკოვში მიიწვიეს, რის შემდეგ კი არაერთგვაროვანი მესიჯები გაავრცელა, ისაუბრა ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებაზე და თქვა, რომ თუ ერევანი არ არის მომხრე რუსი მესაზღვრეების მიერ გზის კონტროლისა, მაშინ მინიშნება გააკეთა დერეფნის საერთაშორისო კონტროლზე.

„ანკარას ბრძანებით ბაქო არაერთგვაროვან მესიჯებს  აგზავნის და თამაშობს რუსეთსა და დასავლეთს შორის. „რუსეთი იბრძვის იმისათვის, რომ შეინარჩუნოს თავისი პოზიციები რეგიონში და არ ვფიქრობ, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, აზერბაიჯანის საწინააღმდეგო ნაბიჯებს გადადგამს“, – დაასკვნა საერთაშორისო ექსპერტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button