საერთაშორისო

დაკავებული რუსი ჟურნალისტების რაოდენობამ რეკორდულ დონეს მიაღწია – გაერთიანებული ერები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა დაგმო რუსეთის ხელისუფლების რეპრესიები ჟურნალისტების მიმართ, რომელიც, მისი თქმით, გაძლიერდა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იუწყება VOA„რუსეთში სიტყვის თავისუფლებაზე მიმდინარე თავდასხმები და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის კრიმინალიზაცია ღრმად შემაშფოთებელია“, – ნათქვამია ვოლკერ თურქის განცხადებაში. მან მოუწოდა გაათავისუფლონ ჟურნალისტები, რომლებიც დააკავეს “უბრალოდ თავიანთი საქმის კეთების გამო”. დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში აგრესიული ომი დაიწყო, განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა. სულ მცირე 30 ჟურნალისტი სხვადასხვა სისხლის სამართლის ბრალდებით იხდის სასჯელს.

ნახეთ მეტი
Back to top button