მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის ხალხის ეროვნული ღირებულებები პრემიერ-მინისტრის მიხედვით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და სომხეთის რესპუბლიკის ხალხის ეროვნულ ღირებულებებზე მიიპყრო სომხეთის მოქალაქეების ყურადღება

სომხეთის რესპუბლიკის ხალხის ეროვნული ღირებულებებია:

-სომხური სახელმწიფოებრიობა: სომხეთის რესპუბლიკა.

-სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მოქალაქეობა, დემოკრატია, არმია.

-სომხეთის ისტორია, სომეხი ხალხის ფოლკლორი: ეპოსი, რწმენა, ლეგენდები, მითები.

-სომხური ენა და ასოები, სომხური ლიტერატურა, მათ შორის ნათარგმნი ლიტერატურა, ცოდნა, მეცნიერება.

-პან-სომხური პოტენციალი, სომხური დიასპორა.

-სამშობლო, ოჯახი, პიროვნება.

-სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, სომხური კათოლიკური ეკლესია, სომხური ევანგელურ ეკლესია – ქრისტიანობა.

-სომხური აშუღური, გუსანური, ხალხური, კლასიკური, ორიგინალური და საესტრადო მუსიკა, სომხური ცეკვა, სომხური სახვითი ხელოვნება, სომხური სასცენო ხელოვნება, სომხური არქიტექტურა.

– მშობლიური ბუნება თავისი ბიომრავალფეროვნებით.

-პროგრესი, თავისუფლება, საკუთარი თავის სიყვარული, სტუმართმოყვარეობა, განათლება, შრომისმოყვარეობა, კანონმორჩილება, პატივისცემა და შემწყნარებლობა სხვა ადამიანების, ხალხების, რელიგიების მიმართ.

-ძმური გრძნობები და ურთიერთობები ეროვნულ უმცირესობებთან და მათთან განუყოფელი კავშირი, გამოხატული სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობით.

-სომხური სამზარეულო, მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის ყველა ის ნიმუში, რომელიც გამოხატავს, ასახავს, ​​აღწერს ან სიმბოლოა სომხეთის რესპუბლიკის ხალხის ზემოთ აღწერილი ეროვნული ღირებულებების.

ნახეთ მეტი
Back to top button