საზოგადოება

მინისტრმა ევროპის საბჭოს ექსპერტებთან განიხილა სასამართლო და ანტიკორუფციული სფეროების პრიორიტეტები

სრ იუსტიციის მინისტრმა რუსტამ  ბადასიანმა მიიღო ევროსაბჭოს მაღალი რანგის ექსპერტები  დიანა კავაჩევა (ბულგარეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ამჟამად ბულგარეთის აუდ მოადგილე) და  გერჰარდ რეიზნერი (ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს, მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის  და მოსამართლეთა ევროპული ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე), ევროსაბჭოს ერევნის ოფისის ხელმძღვანელი  ნატალია ვუტოვა.

როგორც სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო  გვატყობინებს, შეხვედრაზე განხილული იქნა მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების აღძვრის საფუძვლების, პროცედურების,მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების აღძვრის კომპენტენტური ორგანოების დაზუსტების, ანტიკორუფციული სასამართლოსა და ანტიკორუპციული კომიტეტის ინსტრუმენტარიუმის, ოფიცუალურ პირთა ქონების, შემოსავლების, დანახარჯების დეკლარაციის ინსტიტუტის დახვეწის საკითხები.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს მენეჯმენტი გააგრძელებს ევროპული მაღალჩინოსან ექსპერტებთან  მუშაობას სასამართლო რეფორმის საგზაო რუკის მომზადების სფეროში.

ნახეთ მეტი
Back to top button