ეკონომიკამთავარი

ნ. ფაშინიანი შეხვდა სინგაპურის ბიზნეს თანამეგობრობის წარმომადგენლებს

სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით სინგაპურში მყოფ დელეგაციას შეხვედრა-დისკუსია ჰქონდა  ფონდ „სინგაპურის ბიზნეს ფედერაციის” წარმომადგენლებთან.

პრემიერ მინისტრის აპარატის უწყებით, ფონდ „სინგაპურის ბიზნეს ფედერაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჰო მენ კითმა აღნიშნა, რომ სინგაპურის ბიზნესმენები დაინტერესებულები არიან სომხეთის სხვადასხვა სფეროში ბიზნესის საქმიანობით და მზად არიან გაეცნონ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს, განიხილონ თანამშრომლობის პერსპექტივები. მან აღნიშნა, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და სინგაპურს შორის დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასევე საქმიანი ურთიერთობების გააქტიურების ეფექტური საშუალებაა და სომხეთი შეიძლება მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდეს მესამე ქვეყნის ბაზარზე გასასვლელად.  

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა  განიხილა სომხეთში მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ისაუბრა საგადასახადო და საბაჟო სფეროს გაუმჯობესებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე, რაც მიზნად ისახავს უცხოური ინვესტიციების დაცვის გარანტიების შექმნას.

მიღწეულ იქნა შეთანხმება, სომხეთსა და სინგაპურში ბიზნეს დელეგაციების ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების თაობაზე, რაც განაპირობებს ადგილზე ინვესტიციებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობას.

ნახეთ მეტი
Back to top button