ეკონომიკამთავარი

სინგაპურის ეკონომიკური განვითარების მართვის საბჭო მზადაა ითანამშრომლოს სომეხ პარტნიორებთან

სინგაპურის ოფიციალური ვიზიტის დასასრულს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია ამ ქვეყნის   ეკონომიკური განვითარების მართვის საბჭოს.

ეს უკანასკნელი სავაჭრო-სამრეწველო სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მეშვეობით ახორციელებს ინვესტიციების სტიმულირების ღონისძიებებს, რაც მიზნად ისახავს სინგაპურის ბიზნეს და საინვესტიციო ცენტრად გადაქცევას. საბჭო პასუხისმგებელია ორგანიზაციებისა და ინვესტორებისთვის ღირებული გადაწყვეტილებების შემუშავებასა და წარმოდგენაში, რაც ხელს უწყობს სინგაპურის ბიზნეს გარემოს მდგრად განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას. საბჭოს თავმჯდომარემ ბეჰ სვან ჯინმა აღნიშნა, რომ საბჭო მისი ხელმძღვანელობით მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს სომეხ პარტნიორებთან, გაუზიაროს გამოცდილება, გაუწიოს ტექნიკური დახმარება.  შეხვედრის მსვლელობისას პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ხელმძღვანელობით დელეგაციას წარედგინა სინგაპურის განვითარების გამოცდილება და შთამბეჭდავი მაჩვენებლები ინფრასტრუქტურის, მრეწველობის, ინვესტიციების მოზიდვის, IT და სხვა სფეროებში, ასევე ეკონომიკის სფეროში მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის შედეგები.

ნახეთ მეტი
Back to top button