საერთაშორისო

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სომხეთ-ევროკავშირის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა კრებამ  სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ Twitter -ის თავის გვერდზე წერს საფრანგეთში სომხეთის ელჩი  ჰასმიკ ტოლმაჯიანი.

“სომხეთი მიესალმება საფრანგეთის ეროვული კრების მიერ ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.  მადლობა საფრანგეთის პარლამენტს! ” – წერს ელჩი.

ნახეთ მეტი
Back to top button