მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პოზიტიურმა დინამიკამ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შექმნა. ტუსკი

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთის პოზიტიურმა დინამიკამ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შექმნა.

“ჩემი ვიზიტი ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ევროკავშირი სომხეთთან და რეგიონთან ურთიერთობას აწერს. დღევანდელმა დისკუსიებმა ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორული შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების აუცილებლობას. ეს არის ამბიციური შეთანხმება, რომელიც მხარს უჭერს სომხეთის მოდერნიზაციას. ევროკავშირი გააგრძელებს ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევას ამ შეთანხმების განხორციელების მიმართულებით”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა 2017 წლის 24 ნოემბერს, ბრიუსელში. ის უკვე დაამტკიცა ევროკავშირის 14 წევრმა ქვეყანამ და სომხეთმა.

ნახეთ მეტი
Back to top button