მთავარიპოლიტიკა

ტუსკთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო. ფაშინიანმა მიმართვა გაუგზავნა ევროკავშირის წევრ- ქვეყნებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე მაღალი შეფასება მისცა ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრას.

“ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დისკუსია, განვიხილეთ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო წრე. გავცვალეთ მოსაზრებები პოლიტიკური და დარგობრივი თანამშრომლობის საკითხებზე,  ასევე სომხეთის შიდა ცხოვრებასა და რეგიონალურ მოვლენებთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე სომხეთის ხელისუფლების ვალდებულება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცების,  ასევე კორუფციასთან ბრძოლის თაობაზე. ვისაუბრე სომხეთში მიმდინარე რეფორმებზე და აღვნიშნე ჩვენი ძალისხმევა  დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის მცდელობისას. ხაზი გავუსვი, რომ სომხეთი ამ საკითხში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპულ ინსტიტუტებს, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერას და მადლობას უხდის გაწეული მხარდაჭერისათვის “, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სრ პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკური ვალდებულება.

“ჩვენ შევეხეთ ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დიალოგის დაწყების საკითხს. მე აღვნიშნე სომხეთის ინტერესი ამ საკითხში, განსაკუთრებით ინტერპერსონალური კონტაქტის გაფართოების აუცილებლობის ასპექტში. მივმართე ბატონ ტუსკს  ევროკავშირის წევრ ქვეყნებისთვის ამ განცხადების გადაცემის თხოვნით”, -განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა .

ნახეთ მეტი
Back to top button