ჯავახეთში შეკეთდება რამდენიმე ეკლესია
საქართველოს რელიგიის საკითხებზე სააგენტომ ნებართვა გასცა სამცხე-ჯავახეთის სოფლების ტურცხის, კორხის, ოლავერდის, ვაჩიანის და გომანის ეკლესიების აღდგენისა და შეკეთების სამუშაოების შესახებ. ამ ეტაპზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ეკლესიების პროექტი დასამტკიცებლად გადასცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. როგორც სამცხე-ჯავახეთში რელიგიური საკითხების სააგენტოს წარმომადგენელმა ელვარდ ზაზაძემ განაცხადა, რომ სააგენტომ უკვე გასცა ახალქალაქის რაიონის სოფლების ტურცხის, კორხის, ოლავერდის, გომანის ეკლესიების აღდგენისა და შეკეთების ნებართვა, ხოლო ვაჩიანში – ახალი ეკლესიის აშენებისა.
ახალქალაქის ქალაქის მერის მოადგილემ არმენ მარანგულიანმა Jnews _თან საუბარში განაცხადა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ეკლესიების პროექტი დასამტკიცებლად გადასცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. ამჟამად ელოდებიან თანხმობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, რათა სამუშაოები დაიწყონ. სოფელ კორხში წმინდა სტეფანეს ეკლესიის რეკონსტრუქცია დაიწყო 10 მაისს. სოფლელები შეეცადნენ ნებართვის მიღებას და ვერ მიიღეს. რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ფულს აგროვებენ და მშენებლობის დაწყების გადაწყვეტილებით, რადგანაც ეკლესიის კედლები იშლებოდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგენტომ გაიგო რა ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყების შესახებ, მიუთითა მათ ნებართვის აღების აუცილებლობის შესახებ. მშენებლობა შეწყვეტილი იქნა.