ეკონომიკამთავარი

ისრაელის ელჩი: მაღალი ტექნოლოგიების სფეროში სომხეთთან თანამშრომლობა პერსპექტიულია

სომხეთში ისრაელის ელჩმა ელიავ  ბელოცერკოვსკიმ პერსპექტიულად მიიჩნია სომხეთსა და ისრაელს შორის მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა.

მან ასეთი აზრი გამოთქვა  ერევანში ისრაელის დამოუკიდებლობის 71 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შეხვედრისას. „თანამშრომლობის რამდენიმე სფერო არსებობს. ჩემი აზრით, თანამშრომლობის პირველი სფეროა ცოდნის ინდუსტრიის განვითარება, სხვა სიტყვებით, მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს შორის  თანამშრომლობა. ვფიქრობ, ეს ყველაზე პერსპექტიულია სამომავლოდ“,-აღნიშნა ელჩმა.
როგორც მან აღნიშნა,  არსებობს განათლების სფეროში თანამშრომლობის პროექტიც, რომლის მიხედვითაც ნიჭიერი სომეხი მოსწავლეები სწავლას განაგრძობენ ისრაელში. ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლობის პროგრამა კი ითვალისწინებს  სომეხი ექიმების ტრენინგებს ისრაელში.

Top of Form

ნახეთ მეტი
Back to top button