პოლიტიკა

სომხეთმა წყნარი ოკეანის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსი მიიღო

1-6 ივლისს, პერუს დედქალაქ ლიმაში გაიმართა წყნარი ოკეანის ალიანსის მე -14 სამიტი, რომლის დროსაც სომხეთმა ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი მიიღო (ნატო-ს დამკვირვებლის სტატუსი აქვს 59 ქვეყანას). ამის შესახებ აუწყებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
წყნარი ოკეანის ალიანსი დაფუძნდა 2011 წლის 28 აპრილს, ჩილის, კოლუმბიას, მექსიკისა და პერუს მიერ, ამ უკანასკნელის ყოფილი პრეზიდენტის, ალან გარსია პერესის ინიციატივით და მიმართული იყო რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებისაკენ.
ალიანსის ძირითადი ამოცანებია მხარი დაუჭიროს წევრ სახელმწიფოებს შორის ღრმა ინტეგრაციას, ხელი შეუწყოს ეკონომიკის მომავალ განვითარებას და კონკურენტუნარიანობის ფოკუსირებას, მეგობრობის, სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის დაძლევის მიმართულებით. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული თანამშრომლობის მეშვეობით გეოპოლიტიკურ დონეზე გამართოს პოლიტიკური დიალოგი სხვა რეგიონებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ცალკეულ სახელმწიფოებთან, შექმნას ეკონომიკისა და ვაჭრობის ინტეგრაციის ახალი და ეფექტური პლატფორმა, ხელი შეუწყოს კულტურათაშორისი დიალოგის, კულტურისა და ტურიზმის განვითარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button