მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანსა და როჰანს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან.
სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ორივე მხრიდან კმაყოფილება იქნა გამოხატული ბოლო ხანებში თეირანში სომხეთ-ირანის მთავრობათაშორისი კომისიის რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით. აღინიშნა მიღწეული შეთანხმებების განხორციელების მნიშვნელობა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ირანისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე გამოხატეს მოსაზრებები რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button