საერთაშორისოსაზოგადოება

აშშ წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა სომეხთა სასარგებლოდ

აშშ წარმომადგენლობითმა  პალატამ დაამტკიცა კონგრესმენ  ბრედ შერმანის მიერ წარდგენილი ინიციატივა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონმდებლობის  ამ ცვლილებით აშშ-ს ეკრძალება აზერბაიჯანს მიაწოდოს ისეთი სახის სამხედრო აღჭურვილობა, რომლებიც შესაძლებელია  შემდგომში ბაქოს მიერ გამოყენებული იქნას მთიანი ყარაბაღის აეროპორტებიდან აფრენილი სამოქალაქო თვითმფრინავების გასანადგურებლად.  

როგორც  გადმოსცა „ამერიკის ხმამ“, ბრედ შერმანის ამ ინიციატივის მხარი დაუჭირა 234 კონგრესმენმა, წინააღმდეგი იყო 195.  ინციატივას ხელს უწყობდნენ კონგრესმენები ფრენკ ფალონე,  ჯეკი სფიერი და ადამ შიფი.

ნახეთ მეტი
Back to top button