ეკონომიკა

ერევნის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა იტალიური RENCO კომპანიის ყველაზე დიდი ინვესტიციაა

ერევანში ახალი 250 მგვტ სიმძლავრის ქარხნის მშენებლობა სომხეთში იტალიური RENCO კომპანიის უდიდესი და სტრატეგიული პროექტია, ამის შესახებ სამშენებლო ეტაპის  დაწყებისას ჟურნალისტებს განუცხადა კომპანია RENCO-ს სომხეთის ოფისის დირექტორმა სიმონე ჯოვანინიმ.

მისი სიტყვებით, ეს პროექტი ბოლო არ იქნება და ისინი მომავალი 30-40 წლის განმავლობაში სომხეთში კიდევ მრავალი პროექტის განხორციელებას გეგმავენ.

250 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ახალი ელექტროსადგური ელექტროენერგიის ტარიფს  1,5 დრამით  შეამცირებს.

ნახეთ მეტი
Back to top button