სომხეთში პროექტის “საინჟინრო ქალაქის” პირველი ეტაპი დასრულებულია

პროექტის “საინჟინრო ქალაქის” პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. ამის შესახებ Tert.am-ს წერილობითი გამოკითხვის საპასუხოდ აცნობა “საინჟინრო ქალაქის” დირექტორმა ბაგრატ ენგიბარიანმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ახალი საინჟინრო და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების, სომხური საინჟინრო იდეის გაერთიანებისა და მისი მუშაობის უფრო ეფექტურად და მნიშვნელოვნად გახდომის მიზნით 2018 წელს სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა “საინჟინრო ქალაქის” შექმნის პროგრამა.
მოსალოდნელია, რომ საინჟინრო ქალაქში განთავსდება 40 საინჟინრო კომპანია და სომხური საინჟინრო გონების ძირითადი პოტენციალი ერთ ადგილას შეიკრიბება.
“საინჟინრო ქალაქის” პროგრამა შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან: პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ამჟამად ფუნქციონირებს საინჟინრო ცენტრი-საინჟინრო პლაზა, მეცნიერების და ტექნოლოგიების მუზეუმი და კოსმოსის მუზეუმი. მალე დასრულდება საინჟინრო სკოლის შენობის მშენებლობა. მეორე ეტაპის დასრულება დაგეგმილია 2020 წელს, რომელიც მოიცავს “საინჟინრო ქალაქი”–ს ძირითადი ინფრასტრუქტურის დაფუძნებას, საინჟინრო ბიზნეს აქსელერატორის შექმნას და “საინჟინრო ქალაქში” განსათავსებელი კომპანიების შენობების განსაზღვრული ნაწილის მშენებლობას. პროექტის მესამე ეტაპი ყველა კომპონენტთან ერთად 2022 წელს დასრულდება.