პოლიტიკა

აშშ მხარს დაუჭერს სომხეთის განვითარებას დემოკრატიული გზით. აშშ-ის კონგრესმენი

ქვეყნის დემოკრატიული გზით წინსვლა უზარმაზარი გამოწვევაა და სომხეთი მას წარმატებით გადალახავს. ამის შესახებ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა სომხური წარმოშობის აშშ-ის კონგრესმენმა ჯეკი კანჩელიან სპირმა.

მისი სიტყვებით, აშშ კონგრესის მიერ სომხეთისთვის შეთავაზებული 40 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე  საკანონმდებლო ცვლილების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. “ხავერდოვანმა რევოლუციამ” დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სომხურ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების ახალი პერსპექტივები წარმოშვა.

კონგრესის სომხურ-ამერიკული მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, ჯეკი კანჩელიან სპირმი ამ კვირაში თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს ასევე ვაშინგტონში ჩასულ სომხეთის პარლამენტის დელეგაციასთან, რომელსაც არარატ მირზოიანი ხელმძღვანელობს.

ნახეთ მეტი
Back to top button