საზოგადოება

ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი ვატიკანი. ბელგიის ტელევზია სომხეთის შესახებ

ბელგიის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ RTBF თავის ერთ-ერთ  პროგრამაში “Carte postale de l’Arménie avec Guillaume” განიხილა სომხეთი და სომხეთში დასვენება, წარმოადგინა ჩვენი ქვეყანა და ურჩია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ტურისტებს ეწვიონ სომხეთს.

გიომმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ეწვია საქართველოსა და სომხეთს, აღნიშნა, რომ შეიძლება ამ ორ ქვეყანაში ერთდროულად  ვიზიტის ორგანიზება.

პროგრამის ავტორმა წარმოადგინა სომხეთის დედაქალაქი ერევანი, როგორც უძველესი ქალაქი, საიდანაც შეიძლება არარატის დანახვა.

“სომხეთი ძალიან რელიგიური ქვეყანაა და უნდა იცოდეთ, რომ იგი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სახელმწიფო რელიგიად  ქრისტიანობა რომამდე აღიარა. სომხეთს აქვს ასევე თავისი ვატიკანი, ეს არის შესასვლელი  საიდანაც იწყება უძველესი ეკლესიის ტერიტორია”, – განაცხადა პროგრამის ავტორმა და აჩვენა ეჩმიაძინის საკათედრო ტაძრის შესასვლელი.

ავტორმა ტურისტებს ასევე  წარუდგინა ტათევის მონასტერი, “სადაც მისასვლელად  უნდა ისარგებლო მსოფლიოს ყველაზე გრძელი საბაგირო გზით, რაც უბრალოდ შესანიშნავია”.

ნახეთ მეტი
Back to top button