ეკონომიკა

ავინიანი. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან სომხეთში ახალ ატომურ ელექტროსადგურის მშენებლობაში შესაძლო მონაწილეობაზე

სომხეთის ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყანაში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში შესაძლო მონაწილეობის მიღების შესახებ. ამის შესახებ ,,რია ნოვოსტის“ განუცხადა სრ ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავიანიანმა.

ვიცე-პრემიერი ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც ის მონაწილეობას იღებს გაეროს ღონისძიებებში.

“ჩვენი ენერგეტიკული სისტემა აგებულია სამ სვეტზე: ატომური ენერგეტიკა, თბოენერგეტიკა და ჰიდროენერგეტიკა. ამ სამი წყაროდან ენერგიის მიღების წილები თითქმის თანაბარია. ჩვენ არ გვსურს უარი ვთაქვათ ატომურ ენერგიაზე”, – განაცხადა მან და დასძინა: “ჩვენ გავაგრძელებთ და ახლაც ვიხილავთ ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობას, როდესაც მეწამორის ატომური ელექტროსადგური დაიხურება”.

ნახეთ მეტი
Back to top button