ჩრდილოეთ-სამხრეთის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა სომხეთს რეგიონში ელექტრონერგეტიკულ ცენტრად აქცევს.
ერევანი, 17 ივლისი, არმენპრესი. ჩრდილოეთ-სამხრეთის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობით სომხეთის რესპუბლიკა შეიძლება რეგიონში ელექტრონერგეტიკულ ცენტრად იქცეს.
“არმენპრესის” უწყებით, ამის შესახებ 17 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსმა ჰაიკ ბადალიანმა.
“ამჟამად განხორციელების ეტაპზეა ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტის ცენტრალური-სამხრეთის ნაწილი. ამჟამად მიმდინარეობს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. ასევე განიხილება ცენტრალური-ჩრდილოეთის მშენებლობა, რომელიც დააკავშირებს ცენტრალურ-სამხრეთს. ეს სომხეთ-საქართველოს 400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტია. მხოლოდ სამხრეთის მიმართულებით გვექნება ელექტროენერგიის ნაკადების სამმაგი სიმძლავრის ზრდა და ამ მიმართულებით ჩრდილოეთის მიერთებით, ვიმედოვნებ, რომ რეგიონში ელექტრონერგეტიკულ ცენტრად ვიქცევით”, – განაცხადა ბადალიანმა.
დეპარტამენტის უფროსმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პროექტი უკვე დამტკიცებულია და სამხრეთიდან მშენებლობის ფაზაშია.