პოლიტიკა

სომხეთმა უჩვენა მსოფლიოს, რა არის ნამდვილი დემოკრატია. აშშ კონგრესმენი.

სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებს განვითარების სერიოზული პოტენციალი გააჩნია. ამის შესახებ “სომხეთის ხმის“–თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა აშშ–ის  კონგრესმენმა თიჯეი ქოქსმა, რომელიც გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატაში მიღებული, ყარაბაღისთვის აშშ-ის დახმარების გამოყოფის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების კანონპროექტის ავტორია. კონგრესმენის თქმით, “ხავერდოვანმა რევოლუციამ” სომხეთს გაუხსნა განვითარების ახალი პერსპექტივები. “სომხეთმა უჩვენა მსოფლიოს, რა არის ნამდვილი დემოკრატია”.

“სომხეთში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა შთამბეჭდავი იყო, ეს იყო ხალხის ხმა, რომელიც მოსმენილ იქნა და რასც მოჰყვა ძალაუფლების მშვიდობიანად შეცვლა, დღეს კი ამ მთავრობასთან თანამშრომლობა ჩვენთვის პატივია”, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button