სომხეთში გაიმართება პირველი საერთაშორისო კონკურსი Robotex Armenia
წამყვანი ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირი გაწევრიანდა საერთაშორისო კავშირში Robotex. ეს უკანასკნელი დაახლოებით 50 ქვეყნის კონსოლიდაციას ახდენს, რომლებიც მუშაობენ რობოტმშენებლობის სფეროს განსავითარებლად, მათ შორის, აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, საბერძნეთი, სერბეთი, კოლუმბია და რიგი სხვა ქვეყანები. წამყვანი ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის ოფისის უწყებით, თანამშრომლობის შედეგად ამა წლის 9 ნოემბერს, წამყვანი ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირი სომხეთში ჩაატარებს პირველ საერთაშორისო კონკურსს Robotex Armenia, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც არმათის საინჟინრო ლაბორატორიები, ასევე Robotex საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნები, ასევე ამ სფეროში დაინტერესებული კერძო პირები და კომპანიები. კონკურსი გაიმართება სათაურით “ჭკვიანი ქალაქი”.
“კავშირმა მიზნად დაისახა სომხეთი გახადოს ავტომატური რობოტების კონკურსების ცენტრი, და ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის ცნობადად გასახდომად სომხეთი იწვევს სფეროს მსოფლიო კონკურსებს. ამჯერად, კერძოდ ეს Robotex კონკურსია”, – განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა კარენ ვარდანიანმა.