პოლიტიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-მა მფლობელები შეიცვალა

გადაწყვეტილება რუსთავი 2ის მფლობელების შეცვლის შესახებ საქართველოს საჯარო რეესტრის სააგენტოში შესაბამისი განცხადების შესვლიდან ორი საათის შემდეგ მიიღეს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გადაფორმების შესახებ.

სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია.© „რუსთავი 2″-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის – ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის” გადაცემის შესახებ.

გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლის შესახებ საქართველოს საჯარო რეესტრის სააგენტოში შესაბამისი განცხადების შესვლიდან ორი საათის შემდეგ მიიღეს. ამიერიდან, ტელეკომპანიის 60% ხალვაშს ეკუთვნის, კომპანია „პანორამას“ – 40 %. ინფორმაცია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მანამდე ტელეკომპანიის წილები შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: „ტელეკომპანია საქართველო“ (51%), ლევან ყარამანაშვილი (22%), გიორგი ყარამანაშვილი (18%), ნინო ნიჟარაძე (9%).

ამასთან,  ტელეკომპანიის გენდირექტორად ნიკა გრიგოლია რჩება.

ნახეთ მეტი
Back to top button