პოლიტიკა

რელიგიური ჯგუფების მიმართ დანაშაულის პრევენცია სომხეთის პრიორიტეტია: ზ. მნაცაკანიანი

რელიგიურ  საკითხებზე მინისტრთა ფორუმი   კარგ შესაძლებლობას იძლევა რელიგიისა და სარწმუნეობის თავისუფლების დაცვის მიმართულებით. ამის შესახებ  განაცხადა სრ საგარეო საქმეთა მინსიტრმა  ზოჰრაბ  მნაცაკანიანამ აშშ-ში  რელიგიის საკითხებზე მინისტრთა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

ზოჰრაბ მნაცაკანიანის  სიტყვებით დაუშვებელია  მსხვერპლსა და დანაშაულის განმახორციელებელთა  შორის თანასწორობის  პარალელების გავლება. მსხვერპლისაგან განსხვავებით, დანაშაულის განმახორციელებლები არ წარმოადგენენ რაიმე რელიგიას, ისინი რელიგიას ამოფარებულნი, რელიგიური ლოზუნგებით ჩადიან მძიმე დანაშაულს, მათ შორის გენოციდებს და მათი გამართლება მეტად დიდი შეურაცხყოფაა ნებისმიერი რელიგიისათვის.

რელიგიის თავისუფლების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს განადგურებული  საცხოვრებელი ადგილების, რელიგიური ცენტრების აღდგენის,  საგანმანათლებლო და სხვა ქონების დაბრუნების  საკითხი. დღეისათვის ჩვენმა  ქვეყანამ უკვე მიიღო 20 ათასი ლტოლვილი ახლო აღმოსავლეთიდან  და აღმოუჩინა დახმარება. სომხეთი მზადაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანების ისტორიული ყოფის, საყოფაცხოვრებო პირობების, თემებისა და ეკლესიების აღდგენის საკითხში“,-დაუმატა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button