პოლიტიკა

საქართველოში 19 ივლისს სრ ელჩი სადოიანი შეხვდა ქვემო ქართლის გამგებელს

საქართველოში სრ ელჩი რუბენ სადოიანი 19 ივლისს ქალაქ რუსთავში შეხვდა  სახელმწიფო რწმუნებულს ქვემო  ქართლში შოთა რეხვიაშვილს. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ელჩი დაინტერესდა ამ უკანასკნელ ხანებში სეტყვისაგან დაზარალებული მარნეულის რაიონის სოფელ წითელისათვის გამოსაყოფ სახლმწიფო დახმარებით და ღნიშნა, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც სოფლის მოსახლეობამ მეტად დიდი ზარალი განიცადა.  

როგორც  რწმუნებულმა აღნიშნა სოფლის მოსახლეობამ უკვე მიიღო მასალა სახლების სახურავების შესაკეთებლად. გარდა ამისა ელჩი დაინტერესდა  სადახლო-ახქიორფის საგზაო სამუშაოებით, ისევე როგორც მარნეულის რაიონის ათზე მეტი სომხებით დასახლებული პუნქტის საკითხებით. მხარები შეთანხმდნენ  უახლოეს მომავალში ეწვივნონ სოფელ წითელს და ადგილზევე გაეცნონ აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას.

ნახეთ მეტი
Back to top button