კულტურამთავარი

აშუღ ჯივანისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სამცხე ჯავახეთის სოფელ კარწახში

სამცხე-ჯავახეთის  სოფელ  კარწახში აღინიშნა  ჯივანის დღე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სრ  ელჩი საქართველოში და საელჩოს დიპლომატები. ამის შესახებ  ცნობას აქვეყნებს  სრ საელჩო ფეისბუქის  თავის გვერდზე.

 „საზეიმო ღონისძიება დაიწყო სოფელ კარწახის წმინდა იოანეს სახელობის ეკლესიაში ლიტურგიით, შემდეგ კი ყვავილებით  შეამკეს ჯივანის ძეგლი, ზეიმი გაგრძელდა აშუღ ჯივანის სახლ-მუზეუმში.

გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა სრ საზოგადოებრივი რადიოს ანსამბლი „საიათ-ნოვა“,  ახალქალაქის კულტურის ანსამბლი „ჯივანი“ და სხვა.

ელჩმა სადოიანმა ჯივანის სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადასცა ცნობილი სომეხი მხატვრის თენგიზ მიკოიანცის ნამუშევარი“,- აღნიშნულია ჩანაწერში.

ნახეთ მეტი
Back to top button