კვიპროსმა დაასრულა სომხეთ-ევროკავშირის შეთანხმების რატიფიკაციის შიდა პროცედურები
კვიპროსმა მთლიანად დაასრულა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციისთვის საჭირო შიდა პროცედურები. ამის შესახებ თავის Facebook-ის გვერდზე წერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ანა ნაღდალიანი.
“კვიპროსმა მთლიანად დაასრულა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციისთვის საჭირო შიდა პროცედურები და ამის შესახებ 19 ივლისს აცნობა ევროკავშირის საბჭოს”, – წერს იგი.
სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის 24 ნოემბერს. იქამდე ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდიეს ბულგარეთმა, დანიამ, ესტონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიტვამ, ლატვიამ, ლუქსემბურგმა, მალტამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, გერმანიამ, ფინეთმა, უნგრეთმა, შვედეთმა და სლოვაკეთმა. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა ასევე სომხეთმა.
კვიპროსის პარლამენტმა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული მოქმედებების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა 2019 წლის 28 ივნისს.