პოლიტიკა

პიოტრ სვიტალსკი. ევროკავშირი მზადაა სომხეთში სასამართლო რეფორმების დასაფინანსებლად

ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთში სასამართლო რეფორმების პროცესს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა პიოტრ სვიტალსკიმ.

“ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე მკაფიოდ დაუჭირა მხარი სომხეთში სასამართლო რეფორმების პროცესს. ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთის ძალისხმევას დამოუკიდებელი, სუფთა, უბიწო ეფექტური სასამართლო სისტემის შესაქმნელად. ჩვენ მზად ვართ უზრუნველყოთ პოლიტიკური, საკონსულტაციო და ფინანსური მხარდაჭერა “, – განაცხადა სვიტალსკიმ.

ელჩის სიტყვებით, ევროკავშირი მზადაა გაუწიოს გარკვეული ფინანსური დახმარება სასამართლო რეფორმის პროცესს.  “ეს საკითხი რამდენიმე დღის წინ იქნა განხილული. ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ განვიხილავთ მხარდაჭერის ორ მიმართულებას: პირდაპირი, უშუალო დახმარება და მრავალმილიონი მხარდაჭერის პროგრამა მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ მოუთმენლად ველით კონკრეტულ გეგმებს, რომლებსაც დასახავს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა “, – განაცხადა პიოტრ სვიტალსკიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button