პოლიტიკა

პ. სვიტალსკი. ევროკავშირის დახმარება სომხეთისთვის 35 მლნ ევროდან გახდება 70 მილიონი ევრო

“სომხეთმა დემოკრატიის განვითარებისათვის უპრეცედენტო დონე უზრუნველყო. კერძოდ, ბოლო არჩევნებით, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი არის გადასადგმელი. ყველაფერი იწყება არჩევნებით და შეგიძლიათ იამაყოთ, რომ პირველი ნაბიჯი გადადგით. ჟურნალისტებთან საუბარში ეს განცხადება გააკეთა სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა პიოტრ სვიტალსკიმ.

რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ სომხეთმა პოლიტიკური ნება გამოხატა კორუფციასთან ბრძოლაში, და ამის გარეშე შეუძლებელია პროგრესის უზრუნველყოფა.

სვიტალსკის თქმით, ევროკავშირის საშუალო წლიური დახმარება 35 მილიონი ევროდან 70 მილიონამდე მიაღწევს.

“საქმე ეხება ორმხრივ პროცესს. რატომ აღვნიშნავ ამას? იმიტომ, რომ არსებობს მრავალმხრივი მხარდაჭერაც, სხვა ვარიანტები, ჩვენ ახლა ვიმსჯელებთ სად გამოვიყენებთ ამ თანხას”, – განაცხადა სვიტალსკიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button