მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა ფეისბუქის თავის გვერდზე განათავსა გიუმრიში შექმნილი პროგრამა, რომლითაც გადაჭრილი იქნა მეტად რთული ამოცანა.
„გიუმრიში დაარსებული კომპანია gHost Services LLC-ი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების საშუალებით მთელს მსოფლიოში დახმარებას უწევს ვაჭრობით დაკავებულ კომპანიებს გადაჭრან საქონელბრუნვისა და ლოგისტიკის რთული ამოცანა“, — წერს მინისტრი.
ის შეეხო აგრეთვე გერმაული კომპანია Digital Pomegranate-ის დანართს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ავტომანქანა Tesla-ს მართვა.
„ჰილარი კლინტონის შტაბის მარეგულირებელი დანართიც შეიქმნა გიუმრიში.
კომპანია SONY-ის მუსიკალური პროდუქტების ქსელური გაყიდვა ასევე იმართება ამ კომპანიის დანართის საშუალებით“, – აღნიშნავს მინისტრი.