სპორტი
დიდოსტატი კარენ გრიგორიანი, სიუდად დე ტრეს კანტოს ოპენის გამარჯვებული

დიდოსტატმა კარენ გრიგორიანმა გამარჯვება იზეიმა ესპანეთში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირზე.
ესპანეთის ქალაქ ტრეს კანტოსში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი სიუდად დე ტრეს კანტოს, რომელშიც მონაწილეობდა 100 მოჭადრაკე 12 ქვეყნიდან. ტურნირში სომხეთი წარმოადგინა დიდოსტატმა კარენ გრიგორიანმა, რომელმაც 9 შესაძლო ქულიდან 7.5 ქულა მოაგროვა და ტურნირის ერთადერთი გამარჯვებული გახდა. გრიგორიანმა ასევე 5 ქულით გაიუმჯობესა ინდივიდუალური რეიტინგი .