საზოგადოება
სომხეთში სამეცნიერო ფესტივალი გაიმართება
სომხეთში ახალი სასწავლო წელი გამოირჩევა ახალი პროგრამით. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჩაატარებს სამეცნიერო ფესტივალს. მინისტრმა არაიკ ჰარუთიუნიანმა,,არმენპრესს“ განუცხადა, რომ პროგრამა მიზნად ისახავს მეცნიერების მიმართ მოსწავლეების ინტერესის გაზრდას.
მოსწავლეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ახალი იდეები, კვლევითი პროექტები მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. გამარჯვებული შეძლებს თავისი ინოვაციური იდეების წარმოდგენას (Intel International Science and Engineering Fair- ში) 2020 წელს. საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს 1800 მოსწავლეს მსოფლიოს 75 ქვეყნიდან. კონკურსის პირველ ადგილზე გასული პრიზიორი დაიმსახურებს Gordon Moore Award ჯილდოს, მიიღებს რა 75,000 აშშ დოლარს.