საზოგადოება

სომხეთში უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურდა

სომხეთის უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურობა შეინიშნება, გაიზარდა როგორც ყიდვა–გაყიდვის გარიგებების რაოდენობა, ასევე ბინების ფასები. ამავე დროს, გაიზარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შესყიდვების რაოდენობაც. ,,არმენპრეს“–თან საუბრისას უძრავი ქონების კადასტრის სახელმწიფო კომიტეტის სისტემატური მონიტორინგის განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაზარიანმა განაცხადა, რომ გარკვეული პროგრამები ხორციელდება მთავრობის მიერ, რომლებიც სტიმულს აძლევენ მოთხოვნას უძრავ ქონებაზე, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების პროგრამა. ბანკებმაც ასევე გააუმჯობესეს სესხის პირობები.

რესპუბლიკაში უძრავი ქონების ტრანზაქციების სახელმწიფო რეგისტრაცია პირველ კვარტალთან შედარებით 24.3% -ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი 17.3% -ით გაიზარდა.

უცხოეთის მოქალაქეების მხრივ განხორციელებული ყიდვა–გაყიდვის გარიგებების 76 პროცენტი რუსეთიდან იყო, 8 პროცენტი ამერიკიდან და 7.1 პროცენტი ევროპული ქვეყნებიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button