არმენ გრიგორიანი: საჭიროა უსაფრთხოების თვალსაზრისით განვსაზღვროთ ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების არსებული სტრატეგიის შეცვლის მიზეზი მრავალრიცხოვანია. ამის შესახებ რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა და მიუთითა წლების განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე.
“2007 წელს, როდესაც სტრატეგია ჩამოყალიბდა, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში არ იყო მსგავსი კრიზისი, რაც ახლა არსებობს. მეორე ცვლილებაა რუსეთ-საქართველოს ომი, ირანის წინააღმდეგ სანქციები, აპრილის ომი, ცვლილებები მოხდა სომხეთში. 12 წელი გავიდა, ამიტომ აუცილებელია ახალი სტრატეგია გვქონდეს, “- განაცხადა გრიგორიანმა.
უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ გამოცხადდა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკურ კურსში არ იქნებოდა ცვლილებები. ეს ლოგიკა იქნება გამოხატული სტრატეგიაში.
“აუცილებელია ჩვენი სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ბუნებრივია, ჯარი და შეიარაღებული ძალები ჩვენი ყურადღების ცენტრშია, ისინი უსაფრთხოების ძირითად კომპონენტს ქმნიან, მაგრამ ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით. საჭიროა უსაფრთხოების კონცეფციის გარკვეულად გაფართოება “, – აღნიშნა არმენ გრიგორიანმა.