მთავარისაზოგადოება

ა. ნალბანდიანი: აზერბაიჯანის მხრივ წინა ხაზზე სიტუაციის დაძაბვის ფონზე შეუძლებელია შედეგიანი მოლაპარაკების წარმართვა

სომხეთი ხედავს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ანა ნაღდალიანმა.

„ჩვენი პრინციპული პოზიცია და მოგვარების პროცესისადმი მიდგომა ხდება მთავრობის დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც ღიაა და სადაც ყველა ელემენტი დაფიქსირებულია. ყველა ჩვენი განცხადება ხდება ამ ელემენტების ფარგლებში. ეს არის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე, კერძოდ, ხალხთა თანასწორობისა  და თვითგამორკვევის უფლების დაცვით.  ჩვენ წარმოვადგინეთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტიულია არცახის უსაფრთხოება და სტატუსი,  როგორც კონფლიქტის მთავარი მხარე, არცახი  უნდა იყოს ჩართული და ჰქონდეს გადამწყვეტი ხმა ხანგრძლივი და რეალური სამშვიდობო პროცესის დამყარებისათვის“,-ხაზი გაუსვა ნაღდალიანმა.

როგორც სპიკერმა აღნიშნა, აზერბაიჯანის მხრივ წინა  ხაზზე სიტუაციის დაძაბვის  ფონზე შეუძლებელია  შედეგიანი მოლაპარაკების წარმართვა.

ნახეთ მეტი
Back to top button