ეკონომიკა

“ერთი ზონა, ერთი გზა” პროგრამის ფარგლებში ჩინური მხარე სომხეთს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს

ჩვენ სომხეთს ყოველთვის მივიჩნევთ მნიშვნელოვან პარტნიორად დსთ-ს ქვეყნებს შორის და “ერთი ზონა, ერთი გზა” პროგრამის ფარგლებში. პეკინში სომეხ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ამის შესახებ განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტის მრჩჩეველმა გო ჩჟიცზიუნმა.

“ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველია ორმხრივი ურთიერთობებისათვის. მრავალმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობა უწყვეტად ღრმავდება და ორმხრივ ურთიერთობებს ახალ შინაარსს ანიჭებს “, – განაცხადა  ჩჟიცზიუნმა.

ჩინელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიხედვით,  მომდევნო 6 თვე უფრო ნაყოფიერი იქნება ორმხრივი ურთიერთობისთვის.

” უნდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი  და ფართო ინტერესების სპექტრი. მუდმივად ფართოვდება ორმხრივი ვაჭრობის მასშტაბები და ჩინეთის მხარე მრავალი წლის განმავლობაში სომხეთის მეორე სავაჭრო პარტნიორია “, – განაცხადა გო ჩჟიცზიუნმა.

ნახეთ მეტი
Back to top button