ეკონომიკა
სომხური კონიაკი ჩინეთში სომხეთის სავიზიტო ბარათი გახდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სომხური კონიაკი ჩინეთში სომხეთის სავიზიტო ბარათი გახდა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სომეხი მეგობრები შეძლებენ კონიაკის მოწოდების რაოდენობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის ეკონომიკურ ზრდას. ამის შესახებ პეკინში სომეხ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის თანათავმჯდომარემ გო ჩჟიგზიუნმა.
ჩინელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაამატა, რომ ნოემბერში მეორე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება ჩინეთში, რაც სომეხი ბიზნესმენთათვის კარგი შესაძლებლობაა ჩინეთში სომხეთის მაღალხარისხიანი პროდუქციის მიწოდების გასაზრდელად.