საზოგადოება

ზემო ლარის ალტერნატიული მარშრუტის მოძიებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ახალ ეტაპს უახლოვდება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ისაუბრა ზემო ლარსის ალტერნატიული მარშრუტის მოძიების საკითხზე.

“ეს ალტერნატიული მარშრუტი პირველ რიგში ეხება რუსეთსა და საქართველოს  და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება ორ მხარეს შორის. ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ვსაუბრობთ ამ საკითხზე რუსეთთან და საქართველოსთან. დღესაც ვისაუბრეთ და კვლავ გავაგრძელებთ იმ იმედით, რომ რეალურად შეიქმნება სიტუაცია, სადაც გამოსავალი უფრო თვალსაჩინო და ხელსაყრელი გახდება “, – განაცხადა მან.

კითხვაზე, ეს უახლოესი მომავლის საკითხია თუ არა,  ზოჰრაბ მნაცაკანიანმა განაცხადა: “მე შემიძლია იმედი ვიქონიო, რომ ასე იქნება, რადგან მოლაპარაკებები ახალ ეტაპს უახლოვდება”.



ნახეთ მეტი
Back to top button