ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს 1tv.ge.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, საუბარია რეისებზე რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.
სტიმულირების პროგრამის ფარგლებში შესაბამის ხელშეკრულებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს. საუბარია თითო მგზავრზე არა უმეტეს 90 ევროს ანაზღაურებაზე (დღგ-ს გარეშე).
დადგენილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ ავიაკომპანიასთან იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთიდან ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს მხოლოდ „ჯორჯიან ეარვეისი“, სომხეთში პარტნიორი ავიაკომპანიის ხელშეწყობით ახორციელებს.