პოლიტიკა

სრ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ვალდებულება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ  მნაცაკანიანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 24 ივლისს გამართულ შეხვედრაზე აზრი გაცვალეს რეგიონის უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხების ირგვლივ.

როგორც  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, ამის შესახებ განაცხადა  ზოჰრაბ მნაცაკანიანმა თავის ქართველ კოლეგასთან ერთად ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას.
“სამწუხაროდ, რეგიონში ჯერ კიდევ მოუგვარებელი კონფლიქტები გვაქვს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ვალდებულებას, ასევე ჩვენთვის გასაგებია,  რომ ყოველ კონფლიქტს აქვს  თავისი თავისებურება და მოლაპარაკებების ჩარჩოები. სწორედ ამ ჩარჩოებში მიმდინარეობს მათი მშვიდობიანი გზით დარეგულიურება.  ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურეთ, რომ მხარს დავუჭერთ არსებულ ჩარჩოებში და არსებულ პლატფორმებზე ამ დარეგულირების პროცესს “, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეები კმაყოფილნი არიან ორმხრივი ურთიერთობების საკმაოდ მაღალი დინამიკით. ორი ქვეყნის  უზენაესი ხელმძღვანელობა მუდმივ  შეხებაშია, მათი მიზანია ორი ქვეყნის ხალხთა ურთიერთობების გაღრმავება, რეგიონალური თანამშრომლობა და უსაფრთხოება.

ნახეთ მეტი
Back to top button