მთავარიპოლიტიკა

სრ სს მინისტრი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

საქართველოში ჩატარებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ  მნაცაკანიანი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს.

საუბრის მონაწილეები შეეხნენ სომხეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს. მათმა ერთხმად დაადასტურეს, რომ ორმხრივი შეხვედრები ხელს შეუწყობს ორი მოძმე ქვეყნის თანამშრომლობის განმტკიცებას და გაფართოებას.

ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მაღალ დონეს, აღინიშნა, რომ მეტად მნიშვნელოვანია ახალი რეგიონალური პროგრამების საშუალებით წახალისებული იქნას ის დიდი პოტენციალი, რომელიც რეგიონში არსებობს.

ზოჰრაბ  მნაცაკანიანმა და მამუკა ბახტაძემ დადებითად შეაფასეს სომხეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო სტრუქტურებში და სხვა  პლატფორმებში ეფექტიანი თანამშრომლობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილაპარაკეს საქართველოს სომეხთა როლზე, როგორც ამ ორი ერის დამაკავშირებელ რგოლზე. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას იმ მზრუნველობისათვის, რასაც ისინი იჩენენ სომეხთა სათვისტომოსადმი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზრი გაცვალეს რამდენიმე რეგიონალური საკითხის ირგვლივ, ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობას და ამ მიმართულებით სომხეთსა და საქართველოს შორის შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ნახეთ მეტი
Back to top button