პოლიტიკა

სს მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვდა საქართველოს სომხური სათვისტომოს წევრებს

საქართველოს სომეხთა ცენტრ „ჰაიარტუნ“-ში გაიმართა სრ საგარეო საქმეთა მინისტრის  ზოჰრაბ  მნაცაკანიანის შეხვედრა საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან. როგორც  გვაცნობეს სრ სს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს სომეხთა ღვაწლი სომხურ-ქართული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.

 „მეტად მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა დაიცვათ  თქვენი ფესვები და თქვენ თვითმყოფადობა.  თქვენ  ორი ერის შემართებელი მნიშვნელოვანი ხიდი ხართ და დიდი ღვაწლი მიგიძღვით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და განმტკიცების საქმეში“, -თქვა მნაცაკანიანმა.

ილაპარაკა   რა სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ზოჰრაბ  მნაცაკანიანი შეეხო რამდენიმე რეგიონალურ პრობლემას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში სომხეთის პოზიციებს.  

შეხვედრის დასასრულს აზრი გაცვალეს  საქართველოს სომხური სათვისტომოს პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button