სპორტი

ქართული ოქრო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე

ბაქოში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა, აუწყებს პირველი არხი. ძიუდოისტმა ნიკა ბაჩიაშვილმა რომელიც 50 კგ. წონით კატეგორიაში ასპარზებს ფინალში რუმინელი ალექსანდრუ მატეი ვაზარით დაამარცხა.

ნიკა ბაჩიაშვილმა პირველ შეხვედრაში ავსტრიელ მარკუს აუერის, ხოლო შემდეგ იტალიელ ტომას სკატოლინოს იპონით სძლია. 1/2 ფინალში კი ასევე სუფთა გამარჯვებით თანატოლთა შორის ევროპის ჩემპიონი ფრანგი რომეინ ვალადიე პიკარო დაამარცხა.

დღეისათვის, ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველ სპორტსმენთა ანგარიშზე 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალია. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო მეათე ადგილზეა.

ნახეთ მეტი
Back to top button