კულტურა
ჰოვჰანნეს თუმანიანის დაბადების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში

ერევნის მერის მოადგილე ტიგრან ვირაბიანი სამუშაო ვიზიტით თბილისში გაემგზავრა.
როგორც ერევნის მუნიციპალიტეტის ფეისბუქის გვერდი იტყობინება, ვიზიტის მიზანი ჰოვჰანნეს თუმანიანის დაბადების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თბილისის მერის მოადგილესთან.
ბატონი ტიგრან ვირაბიანი ეწვევა თბილისის სომხურ კულტურულ ოჯახებს, მათ შორის სომხურ დრამატულ თეატრს, ჰოვჰანნეს თუმანიანის სახელობის კულტურის ცენტრს და თუმანიანის სახლ-მუზეუმს.