მთავარიპოლიტიკა

ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და არჩილ თალაკვაძემ ილაპარაკეს ტერიტორიული სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე

ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი სომხეთის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის ხელმძღვანელობით, შეხვდა საქართველოს პარლამენტის სპიკერს არჩილ თალაკვაძეს.

მინისტრმა მნაცაკანიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი მზადაა ხელი შეუწყოს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და განმტკიცებას.  ამ მიმართებით მხარეებმა  დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს საპარლამენტო დიპლომატიის როლს, როგორც საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელ ეფექტიურ პლატფორმას.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ასევე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის პარლამენტებში მოქმედი კომიტეტების რეგულარულ შეხვედრებს. ილაპარაკეს ორი მეზობელი ერის ურთიერთკავშირსა და კეთილმეზობლურ დამოკიდებულებაზე და თუ რა დიდიდ როლი მიუძღვის ამ საქმეში საქართველოს სომხურ სათვისტომოს.

ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და არჩილ თალაკვაძემ აზრი გაცვალეს რეგიონის უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ. შეხვედრის დასასრულს ბატონმა მნაცაკანიანმა ჩანაწერი გააკეთა პარლამენტის საპატიო სტუმართა ჟურნალში.

ნახეთ მეტი
Back to top button