პოლიტიკა

ოქტომბრის თვეში თბილისში გაგრძელდება თუმანიანის დღეები: ქალაქის მერის მოადგილის ვიზიტი საქართველოში

2020 წელს  შესაბამისად ერევანში თბილისის  და თბილისში ერევანის კულტურის დღეების ორგანიზების მიზნით შეიქმნება  სამუშაო  ჯგუფი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ერევნის მერიის პრეს-სამსახური მიმოიხილავს რა სამუშაო ვიზიტით თბილისში მყოფი ერევნის ქალაქის მერის მოადგილე  ტიგრან  ვირაბიანისა და თბილისის ქალაქის მერის მოადგილის სოფიო  ხუნწარიას  შეხვედრის შედეგებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა  ერევანსა და თბილისს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის   საკითხზე. შემოთავაზებული იქნა  ერთობლივი პლატფორმის შექმნა, სადაც ორი დედაქალაქი წარმოდგენილი იქნება ერთი  ტურისტული პაკეტით.  სოფიო  ხუნწარიამ და ტიგრან ვირაბიანმა განიხილეს ჰოვჰანნეს  თუმანიანის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხი.

შემდეგ ადგილი  ჰქონდა ვიზიტს თუმანიანის სახლ-მეცნიერულ-კულტურულ ცენტრში, სადაც  განხილული იქნა  პროექტი თემაზე  „ერთი დღე თუმანიანის  სარდაფში“.  იდეის მიხედვით  ოქტომბრის მეორე ნახევარში  სომხეთში, საქართველოში და დიასპორაში მცხოვრები მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი თავს მოიყრიან თბილისში, ცნობილ სარდაფში.

ნახეთ მეტი
Back to top button