ეკონომიკა

სომხეთის დრამი აღმოჩნდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ყველაზე სტაბილური ვალუტების სიაში

გასულ კვირას, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ვალუტების უმრავლესობა აშშ დოლარის მიმართ დაეცა, გარდა ოთხისა, რომელმაც მოახერხა დადებითი შედეგის დარეგისტრირება, მათ შორისაა სომხური დრამი.

როგორც იტყობინება Вести.Экономика, ექვსმა ეროვნულმა ვალუტამ უარყოფითი მაჩვენებელი დაარეგისტრირა.

გამოცემის მიხედვით, ყველაზე მეტად გამყარდა სომხური დრამი (+ 0.09%), უკრაინული გრივნა (+ 1.36%), შემდეგ მოლდოვური ლეი (+ 0.68%) და ბელორუსული რუბლი (+ 0.29%).

გავრცელებული ინფორმაციით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა ქართულმა ლარმა (-1.11%), შემდეგ კი უზბეკურმა სუმმა (-0.46%), რუსულმა რუბლიმ (-0.27%), ყირგიზულმა სომმა (-0.13% ), ყაზახურმა ტენგემ (-0,06%) და ტაჯიკურმა სომონმა (-0,0001%).

ნახეთ მეტი
Back to top button