პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტით განისაზღვრა ანტიკორუფციული ბრძოლის სამი ძირითადი მიმართულება

სომხეთის 2019-2022 წლების  ანტიკორუფციული სტრატეგიის ფორმირების შესახებ დისკუსიები გრძელდება როგორც ერევანში, ასევე რეგიონებში. ამის შესახებ ერევანში დისკუსიისას თემაზე “ანტიკორუფციული სტრატეგია 2019-2022. კანონპროექტი, შეფასებები და უსაფრთხოება” განაცხადა  სომხეთის იუსტიციის სამინისტროს ანტიკორუფციული პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსმა მარიამ გალსტიანმა.

მან აღნიშნა, რომ წინადადებების დიდი ნაწილი, რომელიც წამოაყენეს როგორც საჯარო, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიღებული და შეტანილი იქნა  ანტიკორუფციული სტრატეგიის ახალ დოკუმენტში. სტრატეგიით, კერძოდ, წინასწარ განისაზღვრება ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულები უახლოეს წლებში, ასევე  ანტიკორუფციული ინსტიტუციონალური სისტემა. განისაზღვრა ანტიკორუფციული ბრძოლის სამი ძირითადი მიმართულება: კორუფციის პრევენცია, კორუფციული დანაშაულის გამოვლენა და ანტიკორუფციული ცოდნა და ინფორმირება.

ნახეთ მეტი
Back to top button