საერთაშორისო

20 ლამაზი ევროპული ქალაქი შედარებით ცოტა ტურისტით – თბილისი „სიენენის“ სიაში მოხვდა

„სიენენმა“ დაასახელა 20 ლამაზი ევროპული ქალაქი ტურისტების შედარებით დაბალი რაოდენობით, რომელთა შორის თბილისიცაა, აუწყებს პირველი არხი.

ამერიკული ტელეარხის აღწერაში მითითებულია, რომ საქართველო აზიასა და ევროპას შორის მდებარეობს, თბილისის სახელწოდება კი,  ქალაქის შუაგულში არსებულ გოგირდის ცხელ წყაროებს უკავშირდება.

„სიენენი“ ტურისტებს მეტეხის ეკლესიისა და ნარიყალას ციხის მონახულებას, ასევე ძველ ქალაქში გასეირნებას ურჩევს.

არხის მიერ დასახელებულ 20 ქალაქს შორის ასევე მოხვდნენ მინსკი, ერევანი, ანტვერპენი, აბერდინი, ვროცლავი, ბერნი, ანკარა და ტურინი.

ნახეთ მეტი
Back to top button